2015-08-03
25 ივლისს ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი გაემგზავრა ყაზახეთში(ალმაატაში) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. 2 აგვისტოს ნაკრების ოთხივე წევრი ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა საქრთველოში. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთმა მონაწილემ, მეცხრე კლასელმა, გიორგი კლდიაშვილმა პირველად იასპარეზა ორ მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადაში და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომელმაც უკვე მე-5 მედალი აიღო მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამ შედეგით არ მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გამოირჩევა.
>>>