GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-09-24

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო როგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- საინფორმაციო დღე გაიმართება მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 09:30 – 17:30 საათზე, თბილისის  სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

>>>
2015-09-23

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია.

>>>
2015-09-22

იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტო (JST) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს: Science and Technology Research Partnership for Sustainable Development (SATREPS).

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: გარემოს დაცვა/ ენერგეტიკა, ბიორესურსები, კატასტროფის პრევენცია.

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 26 ოქტომბერი. განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით (e-Rad).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.jst.go.jp/global/english/koubo.html

>>>
2015-09-21

ევროპის კომისია აცხადებს მორიგ კონკურსს ნოვატორი ქალებისათვის  სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული - ნოვატორი ქალი, რომელმაც განავითარა და ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა გამორჩეული ინოვაცია.  კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობაში მეტი ქალის ჩართულობის საჭიროების შესახებ.

 

>>>
2015-09-18 შეგიძლიათ გაეცნოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  სეზონური სკოლების გრანტების საკონსულტაციო შეხვედრებზე ხშირად დასმულ კითხვებს.>>>
2015-09-18

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია  ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

>>>
2015-09-18

ქართველ მეცნიერებს მიეცემათ საშუალება მოიძიონ პარტნიორი იაპონიაში და წარადგინონ ერთობლივი პროექტი.

>>>
2015-09-17

17 სექტემბერს, 13:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა  “ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალის: თსუ-ის „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომებისა“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანეს“ განთავსებას. აღნიშნული ჟურნალები „ელსევიერის“ წარმომადგენლობამ, ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად, შეარჩია მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად.

>>>
2015-09-16

კონკურსის მიზნებია:

კონკურსის მიზნებია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში  სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.

>>>
2015-09-10

 

10 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინიციატივით, პარლამენტისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური მხადაჭერით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიებიგაიმართება. რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახსნის.

https://tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/announcement/3QHPShyf6N4Vp4_2D/

>>>
[1]... > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] ... > [71]