სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსის შესახებ
იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტო (JST) იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს: Science and Technology Research Partnership for Sustainable Development (SATREPS).
კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: გარემოს დაცვა/ ენერგეტიკა, ბიორესურსები, კატასტროფის პრევენცია.
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 26 ოქტომბერი. განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით (e-Rad).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.jst.go.jp/global/english/koubo.html