GEO ENG
 

 







 

2015-09-21
რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ნოვატორი ქალებისათვის ევროკავშირის პრიზის შესახებ

ევროპის კომისია აცხადებს მორიგ კონკურსს ნოვატორი ქალებისათვის  სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული - ნოვატორი ქალი, რომელმაც განავითარა და ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა გამორჩეული ინოვაცია.  კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობაში მეტი ქალის ჩართულობის საჭიროების შესახებ.

 

გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოს ოდენობა განსაზღვრულია შემდეგი სახით:  

პირველი ადგილი - 100, 000 ევრო;

მეორე ადგილი - 50, 000 ევრო;

მესამე ადგილი - 30, 000 ევრო.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც არიან  კომპანიის დამფუძნებლები / თანადამფუძნებლები და რომელთაც თავიანთი კარიერის მანძილზე მიღებული აქვთ ევროკავშირის დაფინანსება კვლევისა და ინოვაციის მიმართულებაში.

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გაეცანით თანდართულ მასალას ან ეწვიეთ შესაბამის ვებ-გვერდს:  www.ec.europa.eu/women-innovators.

share