სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.
ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2015 წლის კონკურსში გამარჯვებულ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leonardo2015@rustaveli.org.ge. საკონკურსო კომისია წარდგენილ საგანაცხადო ფორმასა და კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებმა, განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ ფონდის ელექტრონულ ბაზაში. ფონდის ელექტრონულ ბაზაშივე უნდა აიტვირთოს პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები). დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა. ასევე უნდა აიტვირთოს ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედემხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები. განაცხადის დარეგისტრირების შემდგომ მონაწილეებმა უნდა ამობეჭდონ შევსებული „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ და ხელმოწერილი სახით (საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად) წარადგინონ ფონდში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- 15/10/2015 16:00 სთ - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;
- 16/10/2015 16:00 სთ - კვლევის გეგმის/პირველადი იდეის და შევსებული საგანაცხადო ფორმის კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
- 23/10/2015 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
- 30/11/2015 17:00 სთ - მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა
- 01/12/2015 18:00 სთ -განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს-ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა
- 10.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
- 18.12.2015-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
განმცხადებლებისათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები 2015 წლის 30 სექტემბერს და 29 ოქტომბერი 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში; მისამართი: მ. ალექსიძის N1, III სართული.
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
პროგრამის კოორდინატორი მაია ქაჯაია
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge
გისურვებთ წარმატებებს!