GEO ENG
 

 







 

2015-09-24
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 25 სექტემბერს გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტშიაღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ორგანიზებას უწევს .საინფორმაციო დღეების ჩატარებასღონისძიებაზე განიხილება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში-Horizon 2020  საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.  

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, . თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება რიგით მეორე საინფორმაციო დღე.

ღონისძიებაზე განხილულ საკითხებს შორისაა:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაშისაქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამებიჩატარდება ორი პარალელური თემატური სესია: ჯანდაცვის საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის შესახებ.

ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად  დარეგისტრირდეთ  (გამოაგზავნოთ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საკონტაქტო ინფორმაცია)  შემდეგ მისამართზე:  h2020ifoday@gmail.com ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.

share