შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე 2014 წლის 9 ივნისს განთავსებული განცხადებით „წინასწარი ინფორმაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსის შესახებ“ გაცნობეთ
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, რომელშიც გეგმავს სტაჟირებას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ამა წლის აგვისტოში გეგმავენ ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას.
საკონფერენციო გრანტების კონკურსშიგამარჯვებულებმა გთხოვთ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდისკანცელარიაშიარაუგვიანეს ა/წ9 ივნისისა.
2014 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ივლისი-აგვისტოს თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 91 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 35 მეცნიერი შეარჩია.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-7 ერთობლივი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ფონდის სამეცნიერო საბჭომ რიგით მე-10 სხდომაზე დაამტკიცა.
>>>
2014 წლის 12 თებერვალს გამოცხადდა აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში მიმდინარე „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის” 2014 წლის კონკურსი.
ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადები 2014-სთვის ემზადებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 44 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის.
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, მოიხსნა შემდეგი პროექტები