GEO ENG
 

 







 

2014-05-13

გაცნობებთ, რომ ტექნიკური შეფერხების გამო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსისათვის ფონდის ვებგვერდზე პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 19 მაისიდან.

>>>
2014-05-12

ფიზიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-09 მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო რეიტინგული სია აპელაციის გათვალისწინებით იხილეთ ბმულ ფაილში. >>>
2014-05-08

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 6-7 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფიზიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური გაიმართა.

>>>
2014-05-07

მათემატიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-06

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ერთობლივი პროექტების განხორციელება ქართული სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ-ლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

>>>
2014-05-06

ბიოლოგიის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-06

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 3-4 მაისს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური გაიმართა. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

>>>
2014-05-06

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 3-4 მაისს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

>>>
2014-05-05

ფიზიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
[1]... > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] ... > [12]