GEO ENG
 

 







 

2014-10-07

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს.
.

>>>
2014-10-06

ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, გამოცემული გზამკვლევის „Doing Business in Georgia” – ს  შესახებ

>>>
2014-10-01

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

>>>
2014-09-30

 2014 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბრ-დეკემბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 46 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 16 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2014-09-29

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

>>>
2014-09-16

შვეიცარიის მთავრობამ 2015-2016 წლისათვის უცხოელი მკვლევრებისთვის გამოაცხადა შემდეგი სასტიპენდიო პროგრამები: სადოქტორო პროგრამა; პროგრამა პოსტსადოქტორო მკვლევრებისთვის; პროგრამა მკვლევრებისთვის.

>>>
2014-09-11

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში“ განახორციელა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტმა.

>>>
2014-09-01

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსი.

>>>
2014-08-21

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები”-ს კონკურსში დარეგისტრირდა 80 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

>>>
2014-08-19

კონკურსის მიზანია საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისთან, მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი) და უკრაინასთან. წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში მიზნებთან და ამოცანებთან.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]