GEO ENG
 

 







 

2014-09-11
საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში“ განახორციელა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტმა.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები (სულ 30).

მეცადინეობებსა და საველე გასვლებს უძღვებოდნენ  აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე, მეცნიერებათა დოქტორი თამარ ქვრივიშვილი, პროფესორი ვინფრიდ ბლუმი (ავსტრია) და დოქტორი გეორგ ლაიერი (ავსტრია). ლექციებს თან ახლდა საინტერესო დისკუსიები და კითხვა-პასუხი,

სტუდენტები გაეცვნენ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს - მტკვრის ჭალაში, შირაქში, ალაზნის ველზე, სურამის ქედზე, ქუთაისის მიდამოებში, კოლხეთის დაბლობში, ოზურგეთის მიდამოებში, აჯამეთის აღვეთილში, ბორჯომის ხეობაში, წეროვანთან, გომბორის ქედზე, სიონის წყალსაცავთან, ჯვრის უღელტეხილზე, სტეფანწმინდის მიდამოებში.

 

share