GEO ENG
 

 







 

2014-08-19
სსიპ - შოთარუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ,,ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“

კონკურსის მიზანია საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისთან, მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი) და უკრაინასთან.

წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში მიზნებთან და ამოცანებთან (იხილეთ დანართი 2).

კონკურსის სამეცნიერო მიმართულებაა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები. კერძოდ, მცირე კავკასიონის (სამხრეთ კავკასიონის) ქედის ბუნებრივი რესურსების (წიაღისეულისა და ნახშირწყლების) და ტექტონიკური აქტიურობის (სეისმოლოგიური რისკების შედეგების) კვლევა. 

კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მიუერთდება საერთაშორისო კვლევითი ჯგუფს - „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“, რომლის კოორდინატორია დოქტ. მარკ სოსონი.

კონკურსში მონაწილეობისათვის ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ფონდში ელფოსტით მისამართზე: international@rustaveli.org.ge 2014 წლის 18 აგვისტოდან 2014 წლის 8 სექტემბრის 24 საათამდე. სხვა საბუთებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დოქტ. სოსონის მხარდაჭერის წერილი.

ამას გარდა, ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება (იხ. დანართი 6) ორიგინალი არაუგვიანეს 2014 წლის 11 სექტემბრის 16 საათისა.

თანდართული დოკუმენტები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება;
2. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება;
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები და შესაბამისი ფორმები, დანართები 1-7 (მე-4 დანართის გარდა);
4. ბიუჯეტის ფორმა (დანართი 4).

საკონტაქტო პირი: თედორე დოლიძე
მის: ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული
ტელ: 2 200 220 (შიდა 4405)
მობილური: 877 75 71 73
ელ-ფოსტა: dolidze@rustaveli.org.ge

share