GEO ENG
 

 







 

2014-11-03

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს (FP7)-ის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი (IncoNet EaP)“.

>>>
2014-10-27

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;

>>>
2014-10-25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა პედაგოგებს ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

>>>
2014-10-20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ საგრანტო პროექტში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

>>>
2014-10-17

ტექნიკური შეფერხების გამო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსში ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო წინადადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელი იქნება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2014 წლის 27 ოქტომბრის 24:00 საათამდე ელექტრონული რეგისტრაციის გზით.

>>>
2014-10-16

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.

>>>
2014-10-13

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას. კონკურსში წარმოდგენილი იყო 37 საპროექტო წინადადება, რომელთაგან CRDF Global-ის მიერ 4 პროექტი მოიხსნა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო. აშშ-ს და საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებების შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული დოქტორანტი ქალბატონი.

>>>
2014-10-10

ინფორმაცია ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე

>>>
2014-10-10

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალების კვლევის ხელშეწყობისთვის.

>>>
2014-10-09

აპლიკანტების მიერ დაფინანსებისთვის შემოთავაზებული განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნას და/ან მის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ განვითარებას. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების ინოვაციას, რომელიც ახალია გლობალური ბაზრისთვის, სექტორის/რეგიონის ან ბაზრის სეგმენტისთვის.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]