GEO ENG
 

 







 

2014-10-20
სტრატეგიული ენერგოტექნოლოგიის გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ვიზიტი იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტოს (ENEA) კასაჩიას კვლევით ცენტრში. SET (Strategic Energy Technology) Plan Conference

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ საგრანტო პროექტში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის კონსორციუმის წევრმა იტალიურმა ორგანიზაციამ ევროპული კვლევების ხელშეწყობის სააგენტომ (APRE) მოგვმართა თხოვნით შევარჩიოთ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად (ამა წლის 10-12 დეკემბერი) 2 მკვლევარი-ენერგეტიკოსი.

სასურველია, რომ აღნიშნული პირების სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ კლასტერებს, ინტელექტუალურ საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან. კერძოდ:
1. სტრატეგიული ენერგოტექნოლოგიის გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია (www.setplan2014.it ), 10-11 დეკემბერი;
2. ვიზიტი იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტოს (ENEA) კასაჩიას კვლევით ცენტრში, 12 დეკემბერი. ვიზიტორები გაეცნობიან ENEA-ს საქმიანობას შემდეგ სფეროებში: მზის იმპლანტების თერმოდინამიკა, ენერგოეფექტურობაზე მიმართული ტექნოლოგიები, მზის იმპლანტების გამოყენება გათბობისა და გაგრილებისთვის, განახლებადი ენერგია და ბიომასა.

APRE დაფარავს მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯებს (არაუმეტეს 2500 ევრო).

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ფონდის ელ-ფოსტის მისამართზე: international@rustaveli.org.ge თანდართული ფორმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე) მომზადებული განაცხადი, ამა წლის 24 ოქტომბრის 14.00 საათამდე.

ფონდი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე, მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტების დედანი და ინფორმაციის უზუსტობის შემთხვევაში მოხსნას განაცხადი განხილვიდან.

მონაწილეობის წესები
სააპლიკაციო ფორმა
შეფასების ფორმა

share