GEO ENG
 

 







 

2014-10-16
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში აცხადებენ „კვლევითი გრანტების პროგრამის” კონკურსს, 2014 წლის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 02 აპრილის N30 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პირველ ეტაპზე გასული პროექტებისთვის

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 2 წლამდე ხანგრძლივობის ორი პროექტი.
საკონკურსო პროექტების ფონდში რეგისტრაცია შესაძლებელია 2014 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის 18:00 საათისა.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრის ბრძანება
გენერალური დირექტორის ბრძანება
კონკურსის პირობები
ბიუჯეტის ფორმა
ერთობლივი განცხადების ფორმა
პროექტის რეზიუმე

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
პროგრამის კოორდინატორი ხატია ანანიაშვილი
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: 2 200 220 (4405 შიდა); 599 474772;
ელ-ფოსტა: international@rustaveli.org.ge
ვებგვერდი: www.rustaveli.org.ge

share