GEO ENG
 

 







 

2014-10-10
ჰონორარი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალების კვლევის ხელშეწყობისთვის.

პროექტის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევარები, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამხედრო საქმესთან დაკავშირებული კვლევითი მიმართულებები (სამხედრო ისტორია: ტერმინოლოგია, აღჭურვილობა, საბრძოლო წყობა, მასალები და სხვა).

პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადის ელექტრონული შევსება შესაძლებელი იქნება 2014 წლის 9 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის 18 სთ-მდე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. აპლიკანტმა შევსებული აპლიკაცია უნდა გააგზავნოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ელ-ფოსტაზე: exb.edu@manusc_ript.ac.ge

შერჩეული მკვლევარები გამოვლინდებიან არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში კვლევის წარმოების პროცესში მიიღებენ ჰონორარს (თვეში 500 ლარის ოდენობით).

დეტალური ინფორმაცია, პროექტის პირობების შესახებ იხილეთ ბმულებში:

სასწავლო-კვლევითი ჰონორარი/ანკეტა
ფინანსთა მინისტრის ბრძანება №220
ფინანსთა მინისტრის ბრძანება №672


დამატებითი ინფორმაციისთვის:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: 2 47 42 42 (106)

თავდაცვის სამინისტრო: 593 25 12 34

share