GEO ENG
 

 







 

2014-10-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას; დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტი უნდა განხორციელდეს 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ამასთან პროროექტი უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 17 ნოემბრის 24 საათამდე. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათი. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

მინისტრის ბრძანება
გენერალური დირექტორის ბრძანება
კონკურსის წესი
სკოლების განცხადება
პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

პროგრამის კოორდინატორი დავით ჩიჩუა
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4402); 599 78 83 32
ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share