GEO ENG
 

 







 

2014-10-13
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ გამოცხადებულ „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტის“ 2014 წლის კონკურსის შედეგები

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას.

კონკურსში წარმოდგენილი იყო 37 საპროექტო წინადადება, რომელთაგან CRDF Global-ის მიერ 4 პროექტი მოიხსნა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო.

აშშ-ს და საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებების შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული დოქტორანტი ქალბატონი.

იხ. დაფინანსებული პროექტების სია.

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 24 ოქტომბრისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულება არ გაფორმდება!

share