GEO ENG
 

 







 

2014-09-29
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს ეროვნულ კონკურსს საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის საქართველოში ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი, საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პროექტში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1996 წლის 2 აპრილიდან - 2002 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პროექტში ჩართულ ყველა გუნდს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან, კერძო სექტორთან, რაც დაეხმარებათ მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/MCAinnovations

განაცხადის ფორმა: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განაცხადის ფორმა

შევსებული განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge 17 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ანა ბერძენაძე, პროგრამის კოორინატორი, მობილური: 557 57 56 88

share