GEO ENG
 

 







 

2014-04-29

ბიოლოგიის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-04-28

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიზიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების შესარჩევი პირველი და მეორე ტურები 29 – 30 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართება. (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).

>>>
2014-04-28

იუნესკომ ეკვატორიალური გვინეის მთავრობასთან ერთობლივად გამოაცხადა კონკურსი სიცოცხლის მეცნიერებების მიმართულებით განხორციელებულ კვლევებში განსაკუთრებული მიღწევებისათვის პრიზების მოსაპოვებლად.

>>>
2014-04-28

ნეუშატელის უნივერსიტეტი და „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ ახალგაზრდა (არაუმეტეს 35 წლის) ქართველ და სომეხ დოქტორტანტებისთვის აცხადებენ სასტიპენდიო კონკურსს 2014 წლის ოქტომბერ- დეკემბრისათვის.

>>>
2014-04-28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 26 – 27 აპრილს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტურები გაიმართა. შესარჩევი ტურების ტესტები და პასუხები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

>>>
2014-04-24

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:
მათემატიკა - 26 -27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ბიოლოგია - 26-27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);

>>>
2014-04-11

ვ. კომაროვის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის “კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში, პროექტის „მდინარე მტკვრის დაბინძურების რიცხვითი მოდელირება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

>>>
2014-04-04

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო პროექტის “ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა” პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში 80 000 ლარით დააფინანსა.

>>>
2014-04-02

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება - 6 000 აშშ დოლარს. გრანტის 70%-ს გასცემს - CRDF Global-ი, 30%-ს - ფონდი.

>>>
2014-04-02

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.

>>>
[1]... > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]