GEO ENG
 

 







 

2014-04-24
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

მათემატიკა - 26 -27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ბიოლოგია - 26-27 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ფიზიკა - 29-30 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).
მათემატიკა - 3-4 მაისი - მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ქიმია - 3-4 მაისი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ფიზიკა - 6-7 მაისი - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).

2014 წელს საქართველო დელეგაციებს შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენს: 
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 45–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2014(ყაზახეთი, ასტანა 13-21 ივლისი)
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2014 (სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი 3-13 ივლისი)
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2014 (ტაივანი, ტაპაი 13-20 ივლისი)
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2014 (ინდონეზია, ბალი 6-13 ივლისი)
ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2014 (ვიეტნამი, ჰანოი 20-29 ივლისი)

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

საერთაშორისო ოლიმიადების პროგრამა და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა სია საგნების მიხედვით იხილეთ თანდართულ ბმულებში:

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 2013 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევის, მომზადებისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათი მონაწილეობის ადმინისტრირების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მწვრთნელთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
მათემატიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია
ბიოლოგიის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია

№28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

share