GEO ENG
 

 







 

2014-04-02
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში აცხადებენ „კვლევითი გრანტების პროგრამის” 2014 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 2 წლამდე ხანგრძლივობის ორი პროექტი.

პროექტზე მოთხოვნილი მთლიანი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 141 000 აშშ დოლარს. აქედან CRDF –Global-დან მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 70 000 ლარის ფარგლებში.

კონკურსის I ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად ფონდში წარდგენილ უნდა იქნეს პროექტის რეზიუმე ქართულ ენაზე 2014 წლის 2 მაისის 23.59 საათამდე აშშ აღმოსავლეთის დროით (US Eastern Time) (ელექტრონული ფოსტით მისამართზე: international@rustaveli.org.ge). ხოლო ინგლისურ ენაზე მომზადებული პროექტის კონცეფციის მოკლე ფორმა წარდგენილ უნდა იქნეს ფონდში, CRDF Global-სა და სსგფ–ში. ინგლისურენოვანი აპლიკაციის ფორმა ხელმისაწვდომია სსგფ-სა (www.grdf.ge) და CRDF Global-ის (www.crdfglobal.org) ვებგვერდებზე, პროგრამის სრული ინსტრუქციის ინგლისურენოვან ვერსიასთან ერთად.

საპროექტო წინადადებების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია 2014 წლის 2 მაისის 23.59 საათამდე აშშ აღმოსავლეთის დროით (US Eastern Time):

ა) CRDF Global-ში ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Georgia@crdfglobal.org;
ბ) ფონდში ელექტრონული ფოსტით მისამართზე: international@rustaveli.org.ge ;
გ) სსგფ–ში ელექტრონული ფოსტით მისამართზე niko@grdf.ge.

ამასთან ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის მონაწილე აპლიკანტის და საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ის ერთობლივი განცხადება არაუგვიანეს 2014 წლის 7 მაისის 18:00 საათისა.

კონკურსის მეორე ეტაპზე მიწვეულმა აპლიკანტებმა სრული საკონკურსო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Georgia @crdfglobal.org; niko@grdf.ge; international@rustaveli.org.ge არაუგვიანეს 2014 წლის 4 ივლისის, 23.59 საათისა აშშ აღმოსავლეთის დროით (US Eastern Time). სააპლიკაციო ფორმები და წარდგენის სრული ინსტრუქცია ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ მეორე ეტაპზე მიწვეულ აპლიკანტებს CRDF Global-ისა და სსგფ-ის მიერ.

შეფასების მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა ფონდში ასევე უნდა წარმოადგინონ შევსებული პროექტის ბიუჯეტის ფორმა ფონდიდან მოთხოვნილ დაფინანსებაზე (ელექტრონული ფოსტით მისამართზე international@rustaveli.org.ge) არაუგვიანეს 2014 წლის 4 ივლისის, 23.59 საათისა აშშ აღმოსავლეთის დროით (US Eastern Time).

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ვებგვერდზე www.grdf.ge და www.crdfglobal.org

პროექტის მონაწილე აპლიკანტის და საბაზო/თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ის ერთობლივი განცხადება  ფონდის კანცელარიაში  წარდგენა შესაძლებელი იქნება 2014 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე.

მინისტრის ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

კონკურსის პირობები

პროექტიის რეზიუმე

პროექტის ბიუჯეტის ფორმა ფონდიდან მოთხოვნილ დაფინანსებაზე

ერთობლივი განცხადების ფორმა

პროგრამის კოორდინატორი ხატია ანანიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: 2 200 220 (4405 შიდა); 599 474772;
ელ-ფოსტა: international@rustaveli.org.ge
ვებგვერდი: www.rustaveli.org.ge

share