GEO ENG
 

 







 

2014-06-12
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებენ ერთობლივ სემინარს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე 2014 წლის 9 ივნისს განთავსებული განცხადებით „წინასწარი ინფორმაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსის შესახებ“  გაცნობეთ, რომ ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ამა წლის აგვისტოს ბოლოს გეგმავენ ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, კონკურსში შემოსული განაცხადები წინასწარი განხილვის შემდეგ საბოლოო შეფასებისთვის გადაიგზავნება JÜLICH-ში. საბოლოო შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ივლისის თვეში ქ. თბილისში დაგეგმილ სემინარზე ქართველი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების აკადემიური აქტივობა, პირველ რიგში კი ინგლისურ (ან გერმანულ) ენაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების დონე.

როგორც გერმანელმა პარტნიორებმა გვაცნობეს, აღნიშნული სემინარი „6th „Georgian – German School and Workshop in Basic Science“ (GGSWBS'14) გაიმართება 7 და 8 ივლისს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 10 და 11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს პრეზენტაციების წარმოდგენის საშუალება მიეცემათ 8 და 11 ივლისს (იხილეთ თანდართული პროგრამა).

პრეზენტაციის ფორმატთან და კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - გიორგი ღვედაშვილს

giorgi.ghvedashvili@tsu.ge

 +995 32 2222473

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - ქეთევან კოტეტიშვილს

k.kotetishvili@gtu.ge

 +995 32 239 04 39

 +995 32 239 31 71

 

 

 

share