შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, რომელშიც გეგმავს სტაჟირებას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.
საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე.
არაუგვიანეს 2015 წლის 1 ოქტომბრისა.
ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 14 ივლისის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 17 ივლისის 18 საათისა.
ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge