GEO ENG
 

 







 

2014-05-30
საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2014 წლის 30 მაისს  საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები დაამტკიცა.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.

სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ  საკონკურსოდ დარეგისტრირდა 87 განაცხადი. საკონფერენციო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩ 22 პროექტი.

 კონკურსში გამარჯვებული პროექტები

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

იურიდიულმა პირებმა 
1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე ;
 
2. პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

ფიზიკურმა პირებმა: 
1. პროექტის ხელმძღვანელის განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე ;
 
2. პროექტში ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის სრული ასლი;
 
3. ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ). 

ბანკიდან წარმოდგენილ მიმდინარე ანგარიშს უნდა ახლდეს ცნობა, რომ ამ ანგარიშზე არსებულ თანხას არ  დაერიცხება  სარგებელი. 

share