GEO ENG
 

 







 

2014-05-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ გამოცხადებული „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” პირველი ეტაპის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-7 ერთობლივი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ფონდის სამეცნიერო საბჭომ რიგით მე-10 სხდომაზე დაამტკიცა.

პირველ ეტაპზე შერჩეული იქნა 26 საპროექტო წინადადება.

შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის და სარეგისტრაციო ნომერს.

II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 21 ივლისის 18 საათისა (იხ. კონკურსის პირობები, მუხლი 12).

სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები


კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

share