GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-03-25

სსიპ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2015 წლის 18 მარტის N37 ბრძანების ბათილად ცნობის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

 რანჟირებული სია

>>>
2015-03-25

25 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ჩატარდა პრეზენტაცია, თემაზე „ბიო-ნაწილაკების ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების და დეტექტირების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრები“.

>>>
2015-03-25

2015 წლის 25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლაბორატორიული აღჭურვილობა ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და კრიოგენიკისათვის“ ფარგლებში ჩამოტანილი და დამონტაჟებული აპარატურის პრეზენტაცია.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ციურიხის უნივერსიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული აპარატურის  შვეიცარიიდან საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსებას.

აპარატურა ზეგამტარებსა და მაგნიტურ მასალებში ტემპერატურის ფართო დიაპაზონში  ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მოვლენების შესასწავლად გამოიყენება.

>>>
2015-03-25

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  (BSEC)  ორგანიზებით   2015 წლის 1-5 აპრილს ქ. კიშინიოვში გაიმართება მათემატიკის   ოლიმპიადა. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალი წევრი ქვეყნების წარმომადგნლებს.

>>>
2015-03-20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში № 38 (20.03.2015) შევიდა ცვლილება საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად 2 დოქტორანტისთვის საბუთების შემოტანის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.

იხილეთ ბრძანება

>>>
2015-03-20

19 მარტს, 14 საათზესოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის - „იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი“ (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე) - ფარგლებში ჩატარდა  მრგვალი მაგიდა თემაზე: „პოსტკოლონიური ქართული ლიტერტურა   იმაგოლოგიური პრობლემატიკის კონტექსტში“.

>>>
2015-03-20

2015 წლის 18 მარტს, 14 საათზე, თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით - გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თხუთმეტტომეული. პირველი ნაწილის (ტ. 1-5) გამოსაცემად მომზადება და გამოცემა (FR/45/1-20/13)  - გათვალისწინებული სამუშაო  სესია და პრეზენტაცია. 

>>>
2015-03-20

დღეს, 20 მარტს, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერებისტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის” (IncoNet EaP) წარმომადგენლების ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა.

>>>
2015-03-19

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით 19-20 მარტს შეგიძლიათ მიამართოთ პროგრამის კოორდინატორს ზურაბ ბრაგვაძეს (577500475), ხოლო 23 მარტიდან ფონდის იურისტს, მარიამ იაშვილს (2 200 220 - 4211) და მაია ქაჯაიას.(2 200 220 - 4409)

>>>
2015-03-18

სსიპ  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 376 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 განაცხადი, ხოლო 2 განაცხადი მოიხსნა კონკურსანტის პირადი განცხადების საფუძველზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 87 გამარჯვებული პროექტი.

>>>
[1]... > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] ... > [71]