GEO ENG
 

 







 

2015-03-20
გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თხუთმეტტომეულის პრეზენტაცია

2015 წლის 18 მარტს, 14 საათზე, თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით - გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თხუთმეტტომეული. პირველი ნაწილის (ტ. 1-5) გამოსაცემად მომზადება და გამოცემა (FR/45/1-20/13)  - გათვალისწინებული სამუშაო  სესია და პრეზენტაცია. 

 

სამეცნიერო სესია გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, რომელმაც ისაუბრა ამ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.

 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თემურ დოიაშვილმა წაიკითხა მოხსენება: ,,გალაკტიონ ტაბიძის ახალი აკადემიური გამოცემის შესახებ“, რომელშიც წარმოდგენილი იყო პოეტის ახალი აკადემიური თხუთმეტტომეულის გამოცემის კონცეფცია და ძირითადი პრინციპები, გამოკვეთა ის სიახლეები, რომლებიც აისახება გამოცემაში.

 

პროექტთან დაკავშირებულ ტექსტოლოგიურ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა პროექტის მენეჯერმაფილოლოგიის დოქტორმა ნათია სიხარულიძემ, რომელმაც დეტალურად წარმოადგინა გაწეული პრაქტიკული სამუშაოების ანგარიში და შედეგები, დამსწრეთ გააცნო ახალი აკადემიური გამოცემის პირველი და მეორე ტომების ელექტრონული ვერსია.

share