GEO ENG
 

 







 

2015-03-25
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინასებული პროექტის პრეზენტაცია „ბიო-ნაწილაკების ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების და დეტექტირების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრები“

 25 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ჩატარდა პრეზენტაცია, თემაზე „ბიო-ნაწილაკების ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების და დეტექტირების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრები“.

 

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის  ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის ნანო-სენსორული სისტემებით პათოგენური მიკროორგანიზმების  დეტექტირების მოდელის შესწავლა - შემუშავება   (FR/430/3-250/13) მეშვეობით.

 

პრეზენტაცია მიეძღვნა გრანტის სამოქედო გეგმით გათვალისწინებული პირველი წლის შემაჯამებელ  სამუშაებს. პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ ბჟალავამ  და ძირითადმა შემსრულებელმა, ბატონმა ვახტანგ კვინტრაძემ გააკეთეს მოხსენებები თემაზე: „ბიო-ნაწილაკების ჰაერ-წვეთოვანი გავრცელების და დეტექტირების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრები“.

 

სამეცნიერო დისკუსია გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს, მეცნიერ თანამშრომლებს,  ფაკულტეტის დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს  შორის. დამსწრე საზოგადოებამ მიმდინარე პროექტი პერსპექტიულად, საინტერესოდ და აქტუალურ თემატიკად მიიჩნია.

share