GEO ENG
 

 







 

2015-03-20
სამუშაო შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის” საექსპერტო ჯგუფთან.

დღეს, 20 მარტს, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერებისტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის” (IncoNet EaP) წარმომადგენლების ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა.

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში (FP7 IncoNet EaP) დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობს. „მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო თანამშრომლური ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ (STI International Cooperation Network for Eastern Partnership Countries) პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წლის შემოდგომიდან და მისი მიზანია ხელი შუწყოს დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მეცნიერებისტექნოლოგიისა და ინოვაციის პოლიტიკის სფეროშისაქმიანობა ძირითადად მიმართულია სოციალურ გამოწვევებზე, რომლებიც განისაზღვრა ორივე მხარისთვის საერთო ინტერესების სფეროდ.

 

სამუშაო შეხვედრაზე IncoNet EaP-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამიზნე ჯგუფებთან, ვიზიტის ფარგლებში, ჩატარებულ ინტერვიუებზე. მხარეებმა დასახეს  თანამშრომლობის გეგმა, რომლის თანახმადაც მაისის ბოლომდე მომზადდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის კოორდინირებული საქმიანობის შეფასების ანგარიში; შემუშავდება რეკომენდაციები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამომავლო განვითარებისათვის. საექსპერტო ანგარიშში აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების STI-ის პოლიტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა და უმთავრესი გამოწვევები, რომლებიც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია სამომავლო პოლიტიკის სტრატეგიის შესამუშავებლად. აღნიშნულ დოკუმენტს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეისწავლის და მოსაზრებებსა და  შეფასებებს, საბოლოო სახით, ივლისში გაუგზავნის პარტნიორებს. სექტემბერში  სამიზნე ჯგუფებთან გაიმართება აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია.

share