GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-04-17

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 15-16 აპრილს,  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ბმულებში.

>>>
2015-04-16  დღეს, 16 აპრილს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი:  „სამეცნიერო სტატიის წერის სტანდარტი“.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Elsevier-ის თანამშრომლობით ორგანიზებულ სემინარებს უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალების გამოცემათა დირექტორი ევა კიტელ-პრეისი. სემინარები ორ დღეს მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა. >>>
2015-04-16

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ფონდში შეიქმნა ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საპრეტენზიო კომისია. ასევე დამტკიცდა სააპელაციო განაცხადის ფორმა. მოსწავლეები, რომლებიც არ დაეთანხმებიან მიღებულ შეფასებას, შეუძლიათ შეავსონ სააპელაციო განაცხადი, რომელსაც სპეციალურად შესარჩევი ტურებისთვის შექმნილი საპრეტენზიო კომისია განიხილავს. აღნიშნული კომისია იმსჯელებს პროცედურული დარღვევების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზეც.

>>>
2015-04-16

სსიპ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2015 წლის 14 აპრილს დაამტკიცა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრნატების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული  35  პროექტი.

>>>
2015-04-15 შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საქართველოს ნაკრები გუნდების შესარჩევი ტური გაიმართა ფიზიკაში. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სკოლის 14-მა მოსწავლემ მიიღო. შერჩეული მოსწავლეები ფიზიკის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩაერთვებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ოლიმპიადის მეორე ტური ფიზიკაში ხვალ-16 აპრილს, მესამე და მეოთხე ტურები კი 22-23 აპრილს ჩატარდება. >>>
2015-04-15 შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს, Elsevier-მა სემინარი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს. >>>
2015-04-08

2014 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობდა 38 საპროექტო განაცხადი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების თანახმად შეფასების მეორე საფეხურზე  გადავიდა 19 პროექტი  რომლებმაც მიიღეს 91 ან მეტ  ქულა.

>>>
2015-04-06

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

>>>
2015-04-03

კონკურსში მონაწილეთათვის პროექტების შეფასებებზე (ქულები და კომენტარები) წვდომა, ფონდის ელექტრონულ ბაზაში, შესაძლებელი იქნება გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.

>>>
2015-04-03

 

დღეს, 3 აპრილს 16:00 საათზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებულ დოქტორანტებთან საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საგრანტო პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური და პროგრამული ნაწილების მნიშვნელოვანი საკითხები.

იხილეთ პრეზენტაცია

 

>>>
[1]... > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] ... > [71]