GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-04-03

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  კონკურსში მონაწილეობას იღებდა 213 პროექტი, 85 და მეტი ქულა მიიღო 157 პროექტმა

>>>
2015-04-03

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსში წარსადგენ მეშვიდე დანართში (საპროექტო განაცხადის მოკლე ვერსიის MS Excel ფორმა) შემავალი ბიუჯეტის ნაწილის (გვერდი 5) მეოთხე და მეხუთე პუნქტებში (ან ერთ-ერთი მათგანში), ჯამური თანხების შეტანის შემთხვევაში, (I/II/ III /IV ტრანშები), უნდა მიუთითოთ შესაბამისი შესყიდვების დასახელებები არნიშნული ექსელის დოკუმენტის C  სვეტში.  იხილეთ ნიმუში ბმულზე:

პროგრამის კოორდინატორი - ხატია ანანიაშვილი 599 474772

>>>
2015-04-03

კონკურსში მონაწილეობდა 38 საპროექტო განაცხადი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების თანახმად, შეფასების პირველ საფეხურზე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით პროექტები შეაფასეს დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა. თითოეული ექსპერტი პროექტს აფასებდა მაქსიმუმ 100 ქულით. პროექტები, რომლებმაც მიიღეს 91 ქულა ან მეტ, გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.

>>>
2015-04-01

მიმდინარე წლის 3 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება „დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამების საგარანტო კონკურსში“ გამარჯვებულ დოქტორანტებთან საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია ფინანსური და პროგრამული ნაწილების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

>>>
2015-03-30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის დადებული N41/09 (12.12.2013) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 მარტს სტუ-ს თბო-და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტში შედგა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ფონდის დაფინანსებით შეძენილი მაღალი სიჩქარის ვიდეოკამერის დემონსტრირებას.

>>>
2015-03-30

2015 წლის 27 მარტს, 17 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, შოთა     რუსთაველის  ეროვნული  სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის  - „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები  (FR/54/1-10/13) ფარგლებში,  ჩატარდა  მრგვალი მაგიდა თემაზე: „პალესტინის წმინდა ადგილები საქართველოსა და მამლუქთა ეგვიპტის დიპლომატიურ ურთიერთობებში“.

>>>
2015-03-30

27 მარტს  გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტით დაფინანსებული პროექტის „საქართველოს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია in vitro ტექნოლოგიის გამოყენებით“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კორპუსში.

>>>
2015-03-27

2015 წელის  27 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „თანამგზავრული დისტანციური ზონდირების საფუძველზე საქართველოს მყინვარების კვლევა „ სადემონსტრაციო დღე.

>>>
2015-03-27

27 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართა პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია, თემაზე „ახალი წყალმედეგი დატკეპნილი ბეტონები და მათი გამოყენება მშენებლობაში“.

>>>
2015-03-26

მიმდინარე წლის 25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ტერმინი, ცნება და პარადიგმა     ვეფხისტყაოსანში“.  კონფერენცია მომზადდა 2013 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში („ტერმინი ცნება და პარადიგმა      ვეფხისტყაოსანში“, FR/399/1-20/13.)

>>>
[1]... > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] ... > [71]