GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-01-12

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში საკონკურსოდ დარეგისტრირდა 376 პროექტი. კონკურსის წესებთან შეუსაბამობის გამო   ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 16 პროექტი.

>>>
2015-01-08

ინფორმაცია სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 ნოემბრის N111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

>>>
2014-12-26

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილე  დანართში მითითებულმა დოქტორანტებმა 2015 წლის 6 იანვრის 18:00 საათამდე ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია.

>>>
2014-12-25

პარასკევს, 2014 წლის 26 დეკამბერს, 14:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის 220-ე აუდიტორიაში გაიმართება სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებზე სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიება.

>>>
2014-12-25

კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

>>>
2014-12-25

კონკურსის პირველ ეტაპზე, ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე, კონკურსის პირობების თანახმად, შეირჩა 26 საპროექტო წინადადება, რომელთა რანჟირებული სია დამტკიცებული იქნა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ და გაეგზავნა მტცუ-ს. კონკურსის მეორე ეტაპზე სრული სახით, ინგლისურ ენაზე მომზადებული პროექტები (ამობეჭდილი და ჩაწერილი CD-R-ზე) და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები შესაფასებლად რეგულარული ფოსტით გაეგზავნა მტცუ-ს.

>>>
2014-12-15
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო ან სამოქალაქო სექტორში (სახელმწიფო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) ან ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, თურქეთიდან ან უკრაინიდან.
>>>
2014-12-12
იაპონიის საერთაშორისო ფონდი "Matsumae International Foundation" უცხოელი მეცნიერებისთვის  2016 წლის აპრილიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით გეგმავს კვლევითი პროგრამის ორგანიზებას.პრიორიტეტული სფეროებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მედიცინა.
>>>
[1]... > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] ... > [71]