GEO ENG
 

 







 

2014-12-25
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის ”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში“ გამოცხადებული კონკურსის შედეგები

კონკურსის პირველ ეტაპზე, ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე, კონკურსის პირობების თანახმად, შეირჩა 26 საპროექტო წინადადება, რომელთა რანჟირებული სია დამტკიცებული იქნა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ და გაეგზავნა მტცუ-ს. კონკურსის მეორე ეტაპზე სრული სახით, ინგლისურ ენაზე მომზადებული პროექტები (ამობეჭდილი და ჩაწერილი CD-R-ზე) და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტები შესაფასებლად რეგულარული ფოსტით გაეგზავნა მტცუ-ს. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით მტცუ-ს მმართველთა საბჭომ ქ. კიევში 2014 წლის 9 დეკემბერს გამართულ 39-ე სხდომაზე დასაფინანსებლად შეარჩია 11 პროექტი. რომლებიც დაამტკიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ.

გამარჯვებული პროექტები

ინფორმაცია საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ დამატებით განთავსდება ფონდის ვებგვერდზე

share