GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2014-12-09
კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი 6 საპროექტო წინადადებიდან არ იქნა განხილული ერთი პროექტი „საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლის გამომწვევი Clavibacter michiganesis subsp. Sepedonicus მრავალფეროვნება“ დარჩენილი 5 საპროექტო წინადადებიდან დამოუკიდებელი აშშ ექსპერტების შეფასებებებისა და დონორ ორგანიზაციასთან (აშშ თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტო - US DTRA) შედეგების შეთანხმების შემდეგ დასაფინანსებლად შეირჩა ორი პროექტი.
>>>
2014-12-06

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს

>>>
2014-12-04
2014 წლის 28 მაისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებს აქვთ წვდომა ელსევიერის უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე.
>>>
2014-12-04
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 28 ნოემბრის N15 სხდომის გადაწყვეტილებით ფუნდამენტური კვლევების, გამოყენებითი კვლევების და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსიდან მოიხსნა 30 საპროექტო განაცხადი
>>>
2014-12-04
ამა წლის 9 დეკემბერს 3 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში გაიმართება საინფორმაციო ტრენინგი-ფინანსური და პროგრამული ანგარიშების წარმოება.
>>>
2014-12-03
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსების კანდიდატთა პირველად სიაში მოხვედრილ აპლიკანტთა საყურადღებოდ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის მოთხოვნით აგრძელებს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვადებს 2014 წლის 15 დეკემბრის 17:00 საათამდე.
>>>
2014-12-03
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” საკონკურსოდ დარეგისტრირდა 72 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 პროექტი.
>>>
2014-12-02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში „ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა პროგრამაში „საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში“ წარმოდგენილი იქნა ერთი საპროექტო განაცხადი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ.
>>>
2014-12-02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი იყო 5 საპროექტო წინადადება, რომლებიც შეაფასეს ფონდის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ამ შეფასებების საფუძველზე საკონკურსო კომისიამ შეადგინა დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია, რომელიც გამარჯვებულთა შესარჩევად გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრ (იხ. ბმული).
>>>
2014-12-02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 80 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა ერთი პროექტი.
>>>
[1]... > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] ... > [71]