GEO ENG
 

 







 

2014-12-02
2014 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 80 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა ერთი პროექტი.
პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექპერტებს კონკურსის დებულების თანახმად, ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 75 და უფრო მაღალი ქულით გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა 69 კონკურსანტი, რომლებიც გადავიდნენ კონკურსის შეფასების მეორე ეტაპზე.

ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 43 პროექტმა.
კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 5 დეკემბრის 18:00 საათისა  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

 

 
share