GEO ENG
 

 







 

2014-12-09
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოაცხადებული „კვლევითი გრანტების პროგრამის” კონკურსის შედეგები

 

კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი 6 საპროექტო წინადადებიდან არ იქნა განხილული ერთი პროექტი „საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლის გამომწვევი Clavibacter michiganesis subsp. Sepedonicus მრავალფეროვნება“ დარჩენილი 5 საპროექტო წინადადებიდან დამოუკიდებელი აშშ ექსპერტების შეფასებებებისა და დონორ ორგანიზაციასთან (აშშ თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტო - US DTRA) შედეგების შეთანხმების შემდეგ დასაფინანსებლად შეირჩა ორი პროექტი.

1„ვეტერინარებს, ფერმერებსა და ცხოველებში ზოონოზური დაავადებების სეროპრევალენტობის შესწავლა საქართველოსა და იორდანიის მონაცემთა შედარებითი ანალიზი“ .

2. „მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia Solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“.

კონკურსში გამარჯვებულმა საბაზო და თანამონაწილე ორგანიზაციებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათისა  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

 

 

share