GEO ENG
 

 







 

2014-12-02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსების კანდიდატთა პირველად სიაში მოხვედრილი საკონკურსო განაცხადები
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი იყო 5 საპროექტო წინადადება, რომლებიც შეაფასეს ფონდის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ამ შეფასებების საფუძველზე საკონკურსო კომისიამ შეადგინა დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია, რომელიც გამარჯვებულთა შესარჩევად გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრ (იხ. ბმული).
საკონკურსო კომისიის მიერ შედგენილ დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სიაში შესულმა აპლიკანტებმა ფონდის კანცელარიაში მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან 8 დეკემბრის 17.00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სიიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის # 77 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ 1-ში მითითებული დამატებითი დოკუმენტების ასლები ინგლისურ ენაზე (თითოეული მათგანი თარგმნილი და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ):
·         კვლევის გეგმა (1-2 გვ.), რომელიც შეთანხმებულია იულიხის მომწვევ ინსტიტუტთან და დადასტურებულია იულიხის ოფიციალური შტამპიანი წერილით ხელმოწერილით იულიხში მომუშავე მეცნიერ-ხელმძღვანელის მიერ.
·         იულიხში მომუშავე მეცნიერის მიერ ხელმოწერილი მოწვევა (მეცნიერ-ხელმძღვანელობაზე თანხმობა) წარმოდგენილი უნდა იყოს იულიხის ოფიციალურ შტამპიან ქაღალდზე მისამართის, ტელეფონის, ფაქსისა და ელფოსტის მითითებით).
აღნიშნული დოკუმენტების ვადების დარღვევთ წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადები მოხსნილი იქნება კონკურსიდან.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულოა დოკუმენტების ორიგინალების ფონდში წარდგენა.
 
 
share