GEO ENG
 

 







 

2015-03-20
მრგვალი მაგიდა - „იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი“ (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე)

19 მარტს, 14 საათზესოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის - „იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი“ (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე) - ფარგლებში ჩატარდა  მრგვალი მაგიდა თემაზე: „პოსტკოლონიური ქართული ლიტერტურა   იმაგოლოგიური პრობლემატიკის კონტექსტში“.

საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზეპოსტკოლონიური კვლევები საქართველოში: გამოწვევები და პერეპექტივები“. მოხსენებები წაიკითხეს საგრანტო პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა - თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ნინო წერეთელმა („ბინარული ოპოზიცია  „ჩემი“ / „სხვა -საფრანგეთი და ფრანგები  ქართულ პოსტკოლონიურ ლიტერატურაში“) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მირესაშვილმა („ტრავმული მეხსიერება პოსტკოლონიური კვლევების ჭრილში (ქართული ლიტერატურის მაგალითზე“). მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სსუ-ის და სდასუ-ის პროფესორებმა: ნანა კუციამ („ტრავმული მეხსიერებააფხაზეთის ომი“),   მარინა ტურავამ („უცხოელის სახე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში“),  ნინო მინდიაშვილმა („იმაგოლოგიის თეორიული ასპექტები“).  სამეცნიერო დისკუსიამ  საინტერესოსაქმიან ვითარებაში ჩაიარა.

share