GEO ENG
 

 







 

2012-09-20

დამთავრდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსი.

>>>
2012-09-18

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდი (GRDF) აცხადებენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს ”Peer Review and Sustainable Science for Georgia” პროგრამის ფარგლებში. (საპროექტო წინადადებები უნდა გაიგზავნოს CRDF-ში).

>>>
2012-09-12

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თარგმნის პირველი საერთაშორისო სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა. 50-მა ქართველმა და უცხოელმა მსმენელმა თარგმნის საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა.

>>>
2012-09-11

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” საერთაშორისო განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.

>>>
2012-09-05

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 814 განაცხადი, აქედან ფუნდამენტურ კვლევებში 584, ხოლო გამოყენებით კვლევებში 230 განაცხადი.

>>>
2012-08-31

უცხოელი ქართველოლოგები დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ისტორიას და არქეოლოგიას ეცნობიან. ათი უცხოელი საქართველოში ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში იმყოფება.

>>>
2012-08-30

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა.

>>>
2012-08-29

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

>>>
2012-08-21

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მე-11 სხომაზე დამტკიცდა ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ ”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-5 ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული 11 პროექტი.

>>>
2012-08-21

შვეიცარიის მთავრობამ 2013-2014 სასწავლო წლისათვის ქართველი მკვლევრებისათვის გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამები.

სტიპენდიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულში:

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]