GEO ENG
 

 







 

2012-08-21
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ „მიზნობრივი კვლევისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ორგანიზებული მეხუთე ერთობლივი კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მე-11 სხომაზე დამტკიცდა ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ ”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული მე-5 ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული 11 პროექტი.

კონკურსის პირველ ეტაპზე, ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე, შეირჩა 25 საპროექტო წინადადება, რომელთა რანჟირებული სია გადაეგზავნა მტცუ-ს. სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდა მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რისი გათვალისწინებითაც მტცუ-ს მმართველთა საბჭომ ქ. კიშინიოვში მიმდინარე წლის 22 ივნისს გამართულ 34-ე სხდომაზე დასაფინანსებლად მიიღო 11 პროექტი წინასწარ შეთანხმებულ სამ სამეცნიერო სფეროში. კერძოდ:
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - 1 პროექტი; ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები - 1 პროექტი; ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 9 პროექტი.

იხილეთ დაფინანსებული პროექტები:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე ;
2. პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ)
3. კორექტირებული ბიუჯეტი.

share