GEO ENG
 

 







 

2012-09-18
CRDF Global - GRDF სამეცნიერო საგრანტო პროგრამა

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდი (GRDF) აცხადებენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს ”Peer Review and Sustainable Science for Georgia” პროგრამის ფარგლებში. (საპროექტო წინადადებები უნდა გაიგზავნოს CRDF-ში).

პროგრამის დაფინანსებას უზრუნველყოფს აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტო (Defense Threat Reduction Agency - DTRA). პროგრამის მიზანია DTRA-ს ინტერესის სფეროში შემავალ დისციპლინებში მაღალი ხარისხის, ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის მხარდაჭერა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება დაფინანსება 200 000 $-ის ოდენობით 2 წლამდე ხანგრძლივობის ერთ პროექტზე.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:

პირველ ეტაპზე აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ პროექტის მოკლე ვარიანტი ინგლისურ ენაზე (ე.წ. “White Paper”) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: georgia@crdfglobal.org. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია: www.crdfglobal.org. პროექტებს შეაფასებენ DTRA-ს და CRDF Global-ის ექსპერტები.

მეორე ეტაპზე გადასულმა აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ საპროექტო წინადადების სრული ფორმა ინგლისურ ენაზე ვებგვერდიდან ელექტრონულად (EPS), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2012 წლის 1 ნოემბრიდან. სააპლიკაციო ფორმები და შევსების ინსტრუქციები ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

საპროექტო წინადადების წარდგენის ვადები:
პირველი ეტაპი:
დაწყება: 17 სექტემბერი, 2012          დამთავრება: 15 ოქტომბერი, 2012
მეორე ეტაპი
დაწყება: 1 ნოემბერი, 2012                დამთავრება: 31 იანვარი, 2013

კონკურსთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ GRDF-დან: http://www.grdf.ge/english/
Tel.: (+995 32) 232 01 68 ; (+995 32) 221 02 39 ; (+995 32) 221 03 61
Fax: (+995 32) 221 02 28
E-mail: info@grdf.ge

share