GEO ENG
 

 







 

2012-08-29
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების შეძენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირება უნდა დასრულდეს 2013 წლის 1 აგვისტომდე.

ფონდიდან შესაძლებელია 15 000 ლარამდე საგრანტო დაფინანსების მოთხოვნა.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2012 წლის 14 ოქტომბრის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2012 წლის 17 ოქტომბრის 18 საათისა.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share