GEO ENG
 

 







 

2012-09-05
ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოხსნილია 134 საკონკურსო განაცხადი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 814 განაცხადი, აქედან ფუნდამენტურ კვლევებში 584 განაცხადი, ხოლო გამოყენებით კვლევებში 230 განაცხადი.

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 107 განაცხადი.

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 15 აგვისტოს 11-ე სხდომის გადაწყვეტილებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა 129 საკონკურსო განაცხადი, გამოყენებით კვლევებში - 69 განაცხადი, ფუნდამენტურში - 60 განაცხადი, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა 5 განაცხადი.

●  იხილეთ სამეცნიერო საბჭოს 11-ე სხდომის გადაწყვეტილებით მოხსნილი განაცხადები:

share