GEO ENG
 

 







 

2012-08-13

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა (MEXT) და იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (JST) ერთობლივი ძალისხმევით 2008 წლიდან დაიწყო უნიკალური პროგრამის განხორციელება - “გლობალურ საკითხებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა”, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნოლოგიური კოოპერაციის ხელშეწყობა.

>>>
2012-07-31

2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 84 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 52 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2012-07-27

საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” მოსწავლე-გამომგონებლების ნამუშევრებს ელის. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო დარეგისტრირებული პროექტების ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება.

>>>
2012-07-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული დამწერლობის” მსმენელები დააჯილდოვა.

>>>
2012-07-25

საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები გუნდი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელთა შემადგენლობას დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დახვდა.

>>>
2012-07-24

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგად დარეგისტრირდა 35 განაცხადი.

>>>
2012-07-24

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დარეგისტრირდ 814 განაცხადი, ფუნდამენტური კვლევებში 584 განაცხადი, ხოლო გამოყენებით კვლევებში 230 განაცხადი.

>>>
2012-07-17

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 22-მა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება.

>>>
2012-07-13

ზაფხულის თვეებში 60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საქართველოში შეისწავლის. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში განხორციელდება.

>>>
2012-07-11

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში აცხადებენ 2012 წლის ერთობლივ კონკურსს.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]