მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” საერთაშორისო განაცხადების რეგისტრაციის ვადები გრძელდება
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” საერთაშორისო განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.
კონკურსში მოწვეულ (უცხოელ) მონაწილეთა განაცხადები ფონდის ელექტრონულ მისამართზე www.info@rustaveli.org.ge მიიღება 2012 წლის 14 სექტემბრის 24:00 საათამდე, ხოლო საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი ფონდში წარმოდგენილი უნდა იქნას 26 სექტემბრის 18:00-მდე.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები