GEO ENG
 

 







 

ლეონარდო და ვინჩი
2012-07-27

საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” მოსწავლე-გამომგონებლების ნამუშევრებს ელის. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1 აგვისტოს, ხოლო დარეგისტრირებული პროექტების ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტოს დასრულდება.

>>>
2012-06-13

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” პროგრამა და პირობები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს გააცნეს.

>>>
2012-04-04

მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

>>>
2011-12-16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გამართული გამოფენის ყველა მონაწილე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვეს.

>>>
2011-11-04

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.

>>>
2011-09-24

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

>>>
2011-09-22

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

>>>
2011-05-05

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.

>>>
2011-05-04

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გაიმართა.

>>>
2011-03-15

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, ქართველი მეცნიერები საჯარო სკოლებში ლექციებს მართავენ.

>>>
[1] > [2] > [3]