GEO ENG
 

 







 

2011-11-04
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” განაცხადების ელექტრონული რეგისტრაციის ვადები გრძელდება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.

საკონკურსო განაცხადების ფონდის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის, გამოგონების აღწერილობისა და ნახაზების შემცველი ელექტრონული ფაილების ატვირთვის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ნოემბრის 18:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ფონდის ელექტრონული ბაზა დაიხურება განაცხადების რეგისტრაციისათვის.
ხელმოწერილი „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ისევე, როგორც საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაიონულ რესურს-ცენტრში წარდგენილი უნდა იქნას 15 ნოემბრის 18:00 საათამდე.

ხელმოწერილი „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ისევე, როგორც საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნას 2011 წლის 18 ნოემბრის 18:00-მდე.

 

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

share