2013-12-14
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა ნიკა ალავიძესა და დავით ჩხეიძეს გამოგონებისთვის „აქტიური ფილტრი“ (ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა), გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან.
>>>