მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. კონკურსის მეორე ეტაპზე მოწვეული მონაწილის სტატუსით შეიძლება მონაწილეობდეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე.
საკონკურსო განცხადი უნდა შეიცავდეს გამოგონების ტექსტურ აღწერილობასა და ილუსტრაციას ნახაზის ან მოდელის სახით. კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ ფონდის ელექტრონულ ბაზაში.
დეტალური ინფორმაცია:
• მთავრობის დადგენილება
• ბრძანება
• პროგრამა და პირობები
• საკონკურსო განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია