GEO ENG
 

 







 

2012-06-13
ლეონარდო და ვინჩი 2012-სთვის მოსწავლეთა გამოგონებების რეგისტრაცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” პროგრამა და პირობები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს გააცნეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე დღეს №3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სულხან სისაური მოზარდებს კონკურსის პირობებზე ესაუბრა და აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღესვე მოსწავლეებს საკუთარი გამოგონება ”მოძრავი ჯებირი” წარუდგინა და შთაბეჭდილებები გაუზიარა გასული კონკურსის მონაწილემ გიორგი უგულავამ. ქ. წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლემ 2011 წლის საერთაშორისო კონკურსში ”ყველაზე პატარა მონაწილის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 16 აგვისტომდე მიმდინარეობს. მოსწავლეებმა საკუთარი გამოგონებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უნდა დაარეგისტრირონ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 აგვისტოს,

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური სექტემბრის ბოლოს სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

share